ახალი პროგრამა მხოლოდ ემიგრანტებისთვის - ექსკლუზიური პროექტი სულა სულაშვილისგან

ოთხშაბათი, 31 მაისი, 2017 - 12:47

ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნუგზარ სულა სულაშვილი ემიგრანტებისათვის სიახლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"ემიგრანტებისთვის ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ექსკლუზიური პროექტი „ავაშენოთ ჩვენი სახლი ჩვენ თვითონ“ - საბინაო პროგრამა ემიგრანტებისათვის. პროგრამის არსი მდგომარეობს სერვისის შეთავაზებაში ემიგრანტებისათვის, რომელიც ითვალისწინებს საბაზრო ფასთან შედრებით უაღრესად შეღავათიან, ფაქტიურად თვითღირებულების ფასში ემიგრანტებისათვის ბინების მშენებლობას. რეზიუმე.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე ნეგატიურმა პროცესებმა, არასტაბილურობამ და წლიდან წლამდე სოციალური ფონის მკვეთრად გაუარესებამ გამოიწვია ის რომ, უამრავი საქართველოს მოქალაქე იძულებული გახდა გასულიყო ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ემიგრაციაში, საკუთარი თავის რეალიზაციისა და შემოსავლის გზების ძიებაში. სხვადასხვა მონაცემებით მათი რიცხვი მერყეობს 1.5 მილიონიდან 2 მილიონ მოქალაქემდე, ამ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარი, ხშირად ძალიან მძიმე შრომით ინახავს აქ საქართველოში დარჩენილ ოჯახის წევრებს და ცდილობს საბინაო და სოციალური პირობების გაუმჯობესებას. ემიგრანტების უმრავლესობა ცდილობს საკუთარი ფულადი სახსრები დააბანდოს უძრავ ქონებაში და ამჟამად საქართველოში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში წარმოებულ მშენებლობებში სწორედ ემიგრანტები ყიდულობენ ბინებს დიდი რაოდენობით.

ჩვენი გუნდის მიზანია ემიგრანტებისათვის შევქმნათ სერვისი, მომსახურება რომელიც მათ საშუალებას აძლევთ მათი მეთვალყურეობისა და კონტროლის ქვეშ განახორციელონ თვითღირებულებაში ბინების მშენებლობა.

როგორ იმუშავებს პროექტი?

ამისათვის ქართული კანონმდებლობაში გათვალისწინებულია „ამხანაგობის“ ცნება რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს გაერთიანდნენ და ურთიერთშეთანხმებით და კონტროლით ააშენონ მათთვის სასურველი შენობა ნაგებობა საცხოვრებელ ბინებად. ჩვენი მიზანია სწორედ მსგავსი სერვისის შეთავაზება ემიგრანტებისათვის, როდესაც ისინი ფაქტიურად მოგების გარეშე, თავიანთი სახსრებით,ზედმეტი დანახარჯების გარეშე ჩვენი მეშვეობით შეძლებენ ამხანაგობების დარეგისტრირებას და ყველა სამართლებრივი პროცედურის გავლას, აგრეთვე მშენებლობის წარმოებას თავიდან დაწყებული ბოლომდე, თეთრი კარკასის მდგომარეობამდე ბინების ჩაბარების ჩათვლით.

ჩვენი გათვლებით ამ სქემის გამოყენებით და ჩვენი სერვის-მომსახურების ჩათვლით ემიგრანტებს 1მ/2 საცხოვრებელი ბინის მშენებლობა დაუჯდებათ 250 დან 300 დოლარამდე. პროგრამა გათვლილი იქნება მხოლოდ ემიგრანტებზე, როგორც სოციალური პროექტი და მას ვერ ექნება მასიური სახე სხვა მოქლაქეებისთვის. სერვისის მიმწოდებელი კომპანია არ იმუშავებს მოგებაზე, იქნება მხოლოდ შემსრულებელი, თანამშრომლების ხელფასებისათვის საკმარისია 8 დან 10% თვითღირებულებიდან რაც გათვალისწინებულია ზემოთ მოცემულ ფასში. ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტი უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ გამჭვირვალე პროექტს " ავაშენოთ ჩვენი სახლი ჩვენ თვითონ"", - აცხადებს სულაშვილი. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5