პრომეთეს მღვიმეში ნავით გასეირნების სერვისი განახლდა

ოთხშაბათი, 31 მაისი, 2017 - 13:26

დღეიდან პრომეთეს მღვიმის ვიზიტორები მღვიმეში ნავით გასეირნებას შეძლებენ. ახალი ნავები თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

განახლებული სერვისით პირველმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილმა ისარგებლა.

ნავით გასეირნების სერვისი პრომეთეს მღვიმეში 2012 წელს დაინერგა და დამთვალიერებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სანაოსნო მონაკვეთი მდ. ყუმის სათავეს წარმოადგენს და მარშრუტის სიგრძე 380 მეტრია. ნავებით გასეირნების სერვისით სარგებლობა იმერეთის რეგიონში მომხდარი სტიქიის შემდგომ შეფერხდა. რა დროსაც წყალდიდობის შედეგად არსებული ნავების სადგომი დაიტბორა და ნავები მწყობრიდან გამოვიდა.

ამ ეტაპზე ვიზიტორებს პრომეთეს მღვიმეში 4 ახალი ნავი მოემსახურებათ, თითოეულს ერთდროულად 12 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45