მიაკითხეთ საპარტნიორო ფონდს და კითხეთ, ვისგან მიიღო დაკვეთა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გადაცემაზე - ელისო კილაძე

ოთხშაბათი, 31 მაისი, 2017 - 17:16

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დედოფლისწყაროს რაიონის სამთაწყაროს სასაზღვრო პუნქტიდან გადაიყვანეს აზერბაიჯანში, - ამის შესახებ ელისო კილაძე  "ქრონიკა+"-ის ჟურნალისტ მაკა მოსიაშვილზე დაყრდნობით აცხადებს.

გაზეთ "ქრონიკა+"-ის რედაქტორი ელისო კილაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებასა და აზერბაიჯანისთვის გადაცემაში  უჩა მამაცაშვილსა და სოსო გოგაშვილს ადებს ხელს.

"სანამ "მოდულის" შენობას არ გადაწვავს, სოსო გოგაშვილს თანამდებობას არ მოაშორებთ?! საქართველოს არაფორმალურ მმართველ ოლიგარქიაში აზერბაიჯანის მიმართულებას უჩა მამაცაშვილი კურირებს. მიაკითხეთ საპარტნიორო ფონდში და კითხეთ, ვისგან მიიღო დაკვეთა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გადაცემაზე. მერე გაიხსენეთ, რომ უჩას მარჯვენა ხელი შავ-ბნელ საქმეებში სოსო გოგაშვილია. ძაღლის თავიც აქაა. ჩემის მხრივ გეტყვით იმას, რომ თბილისიდან სხვა დროსაც გაუტაცებიათ ადამიანები და გადაუციათ სხვა ქვეყნისთვის. უბრალოდ, არ გახმაურებულა", - აცხადებს ელისო კილაძე. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46