აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გატაცებასა და აზერბაიჯანში ძალით დაბრუნებაში ქართულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებს

ოთხშაბათი, 31 მაისი, 2017 - 12:27

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოდან გატაცებასა და აზერბაიჯანში ძალით დაბრუნებაში ქართულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. აღნიშნულის შესახებ მისი ადვოკატი აცხადებს.

ადვოკატის თქმით, მას აზერბაიჯანის მხარემ ბრალი უკანონოდ საზღვრის გადაკვეთასა და ფულის კონტრაბანდაში წაუყენეს. ადვოკატი თავის კლიენტს 30 მაისს ბაქოში, სასაზღვრო სახელმწიფო სამსახურის შტაბბინაში შეხვდა.

" აფგანმა მითხრა, რომ დაუდგენელი პირებმა, მისი საცხოვრებლის სიახლოვეს, აიძულეს ოპელის მარკის ავტომანაქნაში ჩამჯდარიყო. სავარაუდოდ, ის ფიქრობს, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ", - აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აცხადებს, რომ ის სასტიკად ცემეს, დაუზიანეს ერთი თვალი, გადაადგილების დროს მანქანა სამჯერ შეცვალეს, მესამე ჯერზე კი გარშემომყოფები უკვე აზერბაიჯანულ ენაზე ლაპარაკობდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43