შსს გაუჩინარებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ოთხშაბათი, 31 მაისი, 2017 - 11:12

შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  

სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. პარალელურად, მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, როგორც კი დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები, საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45