ანდჟეი დუდას ვიზიტი ნატო-ს სამიტის შემდეგ ძლიერი პოლიტიკური გზავნილია - გიორგი მარგველაშვილი

სამშაბათი, 30 მაისი, 2017 - 12:13

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში პირველი სახელმწიფო ვიზიტით მყოფი პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა სასახლეში მიიღო.

პირისპირ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ დუდას პირველი სახელმწიფო ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულს და ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს ემთხვევა.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ნატო-ს სამიტის შემდეგ ეს ვიზიტი ძლიერი პოლიტიკური გზავნილია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს პოლონეთის მხრიდან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში მხარდაჭერას. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე და უწყვეტი მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მინიჭების პროცესში გაწეული დახმარებისათვის. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის მხარდაჭერას და როლს საქართველოს ინტერესების დაცვისა და ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებში.

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ კონსოლიდირებული ასიგნების აქტის ხელმოწერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს.

გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პოლონეთი იცნობს იმ სირთულეებს, რომლებიც სამშობლოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის დაცვასთან არის დაკავშირებული და აღნიშნა, რუსეთზე უწყვეტი ზეწოლის და ამ თემის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნების აუცილებლობა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43