პრეზიდენტის სასახლეში პოლონეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

სამშაბათი, 30 მაისი, 2017 - 12:03

პოლონეთის პრეზიდენტის და პირველი ლედის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო. ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში შესრულდა საქართველოსა და პოლონეთის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოს სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.

ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას და პოლონეთის პირველი ლედის მონაწილეობით გაიმართა. ცერემონიის შემდეგ საქართველოს პირველმა ლედიმ აგატა კორნჰაუზერ-დუდას სასახლეში ჩაიზე უმასპინძლა.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიას ესწრებოდნენ: ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, ევროპულ და ევროტლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე. პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი სახელმწიფო მდივანი, პრეზიდენტის კაბინეტის ხელმძღვანელი ქშიშტოფ სთერსკი, სახელმწიფო მდივანი, ეროვნული უშიშროების ბიუროს უფროსი პაველ სოლოხი პარლამენტის წევრი, პოლონეთი-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე მალგოჟატა გოშიევსკა, პარლამენტის წევრი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივანი იან ჯიჯიჩაკი, პრეზიდენტის მრჩეველი ურშულა დოროშევსკა, საგარეო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მარჩინ ფშიდაჩი, დირექტორის მოადგილე, პრეზიდენტის ოფისი, პროტოკოლის განყოფილება დოროთა სქშიფეკი, დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ირინა ლიხნეროვიჩ-აუგისტენი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55