საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს ექსპერტული დახმარება სთხოვა

ორშაბათი, 29 მაისი, 2017 - 18:44

საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების ჭრილში, უსაფრთხოების ეროვნული სისტემის რეფორმირებაში ექსპერტული დახმარება სთხოვა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნული განცხადება დღეს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან როუზ გოტემიულერთან შეხვედრაზე გააკეთა და იმ ნაბიჯებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელსაც საქართველო დგამს ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ხელთ არსებობს, საქართველომ გამოიყენოს, რათა როდესაც დადგება დღის წესრიგში, ნატო-ს შემდეგი გაფართოების პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი, საქართველო იყოს მზად და პირნათლად წარდეგს ალიანსის წინაშე.

„ვარშავის სამიტზე ძალიან ნათლად იყო ხაზგასმული, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი იმისათვის, რომ მოემაზადოს წევრობისათვის. აქედან გამომდინარე, საუბარი შეეხო, როგორც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ასევე ყველა იმ საკითხს, რაც გათვალისწინებულია საქართველო- ნატო-ს დღის წესრიგით. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველო ალიანსის ის პარტნიორია, რომელიც განსაკუთრებულ როლს თამაშობს ალიანსში და საერთო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა.

საუბარი შეეხო ასევე სხვადასხვა სფეროში მიმდინარე რეფორმებს, მათ შორის თავდაცვის სფეროსა და საკონსტიტუციო რეფორმებს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46