ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე JTEC -ს ეწვია

ორშაბათი, 29 მაისი, 2017 - 16:15

საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი დღეს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ სასწავლო ცენტრს (JTEC) ეწვია.

ნატოს გენერალური მდივინის მოადგილეს კრწანისში თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლეს. თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა საქართველოს გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველო ალიანსის მნიშვნელოვან პარტნიორად დაასახელა.  ვიზიტის სამუშაო ნაწილის დაწყებამდე, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა საერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში უილიამ ლაჰიუ იმყოფებოდნენ. ნატო - საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ სასწავლო ცენტრში (JTEC) ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ქართულმა მხარემ რამდენიმე პრეზენტაცია წარუდგინა.

ქართული მხრიდან JTEC-ში სტუმრებს ასევე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და ალიანსში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე მაისურაძე დახვდნენ. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43