პარლამენტის თავმჯდომარემ საზმაუწყებლის მეურვის კანდიდატურის შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანება გამოსცა

ორშაბათი, 29 მაისი, 2017 - 13:38

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის - მეურვის კანდიდატურის შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანება გამოსცა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის − მეურვის კანდიდატურის შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2151 მუხლის შესაბამისად:

1. გამოცხადდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 1 წევრის − მეურვის კანდიდატურის შესარჩევი ღია კონკურსი.

2. მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.

3. მეურვეობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე განაცხადები წარდგენილ იქნეს 2017 წლის 13 ივნისის ჩათვლით.

4. მეურვეობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე განაცხადები შეიტანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, წერილობით შემდეგ მისამართზე: ქალაქი ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი No26 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: contact@parliament.ge.

5. მეურვეობის კანდიდატის წარდგენის თაობაზე განაცხადს თან უნდა ერთოდეს: ა) კანდიდატის CV; ბ) კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი; გ) კანდიდატის მიერ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) იმ დოკუმენტის ასლი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილებას, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში; ე) საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია.

6. ბრძანება საჯაროდ გამოცხადდეს 2017 წლის 29 მაისს და ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

7. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საჯაროდ გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. No11).

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46