არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით შეხვედრას სთხოვენ

ორშაბათი, 29 მაისი, 2017 - 13:23

თვითმმართველი ქალაქების გაუქმებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მიმართეს და შეხვედრა სთხოვეს. ოფიციალური წერილი მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს შევიდა.

„7 თვითმმართველი ქალაქის თემებთან გაერთიანების საკითხზე, 29 მარტს, 126-მა საზოგადოებრივმა და მედია ორგანიზაციამ, ასევე, 18 მაისს, 21-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელისუფლებისადმი გაავრცელა განცხადებები, სადაც გამოვთქვით მოსაზრებები დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. ამ განცხადებათა ძირითადი მოთხოვნა საკითხის მომზადებისა და განხილვის პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა იყო.

სამწუხაროდ, ამ და სხვა ადგილობრივი ორგანიზაციების განცხადებისა თუ მოქალაქეების მიერ გამოთქმული მოსაზრებების მიუხედავად, რეფორმაზე მსჯელობა მხოლოდ ხელისუფლების შიგნით გრძელდება. პრაქტიკულად, იგნორირებულია საქართველოს კანონმდებლობითა და თვითმმართველობის ევროპული ქარტიით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა მსგავს რეფორმაზე კონსულტაციის პროცესებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია მიმართვაში.

არასამთავრობოები პრემიერს მოუწოდებენ, უახლოეს პერიოდში გამონახოს დრო იმისათვის, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვან რეფორმაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელოს.

„დაუყოვნებლივ აუცილებლობად მიგვაჩნია, ქვეყნის მთავრობის მეთაურს პირადად გაგაცნოთ როგორც გასაერთიანებელი მუნიციპალიტეტების მოსახლეობისა და, ზოგადად, საზოგადოების, ისე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები, რომლებიც წლებია, თვითმმართველობის საკითხებზე ვმუშაობთ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოგმართავთ თხოვნით, დავნიშნოთ შეხვედრა, სადაც მიმდინარე რეფორმაზე ჩვენი, ჩვენი პარტნიორების მოსაზრებებსა და მოსახლების განწყობაზე არსებულ ინფორმაციას გაგიზიარებთ.“, - ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერენ: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი; რეგიონის განვითარების ცენტრი; ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი; „კივიტას გეორგიკა“; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი; საქართველოს მედია-კლუბი; მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41