ეროვნული თავდაცვის აკადემია 24 წლისაა

, 28 მაისი, 2017 - 20:09

 დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში აკადემიის 24 წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.

უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის წარმომადგენლებს აკადემიის იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ მიულოცეს. ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა და აკადემიის რექტორმა აკადემიის პირადი შემადგენლობა სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის დააჯილდოვეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის I ხარისხის მედალი 4 სამხედრო მოსამსახურეს, ხოლო II ხარისხის მედალი 15 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა. დღესვე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ეროვნული თავდაცვის აკადემიის 3 სამხედრო მოსამსახურეს სახელობითი იარაღი გადასცა. დაჯილდოვდნენ წარჩინებული იუნკერებიც, რომლებმაც სხვადასხვა სპორტულ და საგანმანათლებლო ღონისძიებაში თავი გამოიჩინეს. ასევე, საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში კომპანია ტაიმერ ჯორჯიას წარმომადგენელმა წარჩინებულ 5 იუნკერს საჩუქრად საათები გადასცა.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუბილის აღნიშვნა იუნკერების მიერ ორგანიზებული კონცერტით, სპორტული აქტივობებით და საზეიმო მიღებით დასრულდა. საზეიმო ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ზაალ კაპანაძე და ნუკრი გელაშვილი, ასევე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, სამხედრო მოსამსახურეების და იუნკერების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ქვეყნისთვის უმაღლესი აკადემიური და სამხედრო განათლების, მაღალი მორალისა და ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსის ჩამოყალიბება. ეროვნულ თავდაცვის აკადემიას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. ზუსტად 24 წლის წინ, 28 მაისს, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებისა და თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე დაარსდა საქართველოს რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო აკადემია. 4 წლის შემდეგ, 1997 წლის 12 ივლისს, აკადემიამ ქართველ ოფიცერთა პირველი ნაკადი გამოუშვა. პირველი გამოშვებიდან დღემდე აკადემიაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. 2011 წელს აკადემიამ გაიარა ავტორიზაცია და მიენიჭა სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსი. დაინერგა ახალი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, დაიხვეწა ოფიცერთა განათლების სისტემა და შეიქმნა საკარიერო სკოლები. 2015 წლის 8 სექტემბერს აკადემიამ, უკვე სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსით, ოფიცერთა პირველი ნაკადი გამოუშვა. საბაკალავრო სკოლა წარმატებით დაამთავრა 105-მა ლეიტენანტმა. 

ეროვნული თავდაცვის აკადემია აქტიურად განაგრძობს სასწავლო პროგრამების დახვეწასა და განვითარებას. აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამები დაფუძნებულია მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდებზე და პასუხობს სამხედრო და საგანმანათლებლო სფეროებში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41