მარკ ცუკერბერგმა 12 წლის წინ მოტოვებული ჰარვარდის უნივერსიტეტი წელს დაამთავრა და სამართლის დოქტორი გახდა

შაბათი, 27 მაისი, 2017 - 22:35

Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა 12 წლის წინ მოტოვებული ჰარვარდის უნივერსიტეტი წელს დაამთავრა, საპატიო ხარისხი მიიღო  და სამართლის დოქტორი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჰარვარდის უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

 33 წლის მილიარდერმა 12 წლის შემდეგ გადაწყვიტა, მიტოვებული სწავლა გაეგრძელებინა და დიპლომი აეღო. 

ცუკერბერგი ჰარვარდში მეუღლესთან, პრისცილა ჩანთან ერთად მივიდა და კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა.

მარკი უნივერსიტეტის  საერთო საცხოვრებლის იმ ოთახსაც ეწვია, სადაც სტუდენტობისას ცხოვრობდა და სადაც  facebook-ი  შექმნა.

 "აი, აქ მქონდა პატარა ნოუთბუქი, რომელშიც დავაპროგრამე Facebook-ი. ამას მხოლოდ ორი კვირა დასჭირდა", - განაცხადა მარკ ცუკერბერგმა მისი ყოფილი ოთახიდან პირდაპირ  ეთერში ჩართვისას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46