ამერიკელი მუსლიმი პიცერიისგან ღორის ხორციანი პიცის მიყიდვისთვის 100 მილიონი დოლარის კომპენსაციას ითხოვს

შაბათი, 27 მაისი, 2017 - 20:56

ამერიკელი მუსლიმი პიცერიას სასამართლოში უჩივის და ღორის ხორციანი პიცის მიყიდვისთვის  კომპენსაციას 100 მილიონი დოლარის ოდენობით ითხოვს.

მიჩიგანის შტატში,  დირბორნში მცხოვრები მოჰამედ ბაზი სარჩელში აცხადებს, რომ პიცერია Little Caesars-ში მან შეიძინა პიცა, რომელსაც ეწერა, რომ ის მუსლიმებისთვის იყო განკუთვნილი და ღორის ხორცს არ შეიცავდა, თუმცა ის მოტყუებული აღმოჩნდა. მისი მეუღლე, რომელიც ისლამის მიღებამდე კათოლიკე იყო, მაშინვე მიხვდა, რომ პიცაში ღორის ხორცი იყო.

მუსლიმმა მეორედ შეიძინა პიცა იგივე პიცერიაში და თავისი პრეტენზიაც გამოთქვა. კვების ობიექტის მენეჯერმა პრეტენზიის  საპასუხოდ უთხრა, რომ პიცის  ყუთზე  მისი დავალებით მოხდა სტიკერის დაკვრა, რომ ის მუსლიმებისთვის იყო განკუთვნილი. მენეჯერის პასუხი მოჰამედ ბაზიმ ჩაიწერა, რის შემდეგ სასამართლოს მიმართა. 

 "ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. ჩემ კლიენტს სურს, რომ ამის შესახებ მუსლიმებმა გაიგონ, განსაკუთრებით რამადანის დროს. მუსლიმებმა უნდა იცოდნენ, რომ  Little Caesars-ის მუსლიმებისთვის დამზადებულ  პიცაში შეიძლება ღორის ხორცი ერიოს", აცხადებს მომჩივანის ადვოკატი. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41