საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს

შაბათი, 27 მაისი, 2017 - 15:14

 საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს. 

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა, სამხედრო პოლიციის და ეროვნული გვარდიის ოცეულებმა საზეიმო ცერემონიალი გამართეს. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას.

23-ე ბატალიონის კაპელანმა  მამა ზაზა სოსიაშვილმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და დალოცა. 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ქართული სიმღერები და ცეკვები შეასრულეს. მშვიდობისმყოფელები სტუმრებს 23-ე ბატალიონის ქალი სამხედროების მიერ მომზადებული ქართული ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდნენ და საზეიმო ტორტი გაჭრეს.

საზეიმო ცერომონიალს ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაური, გენერალ-მაიორი ჯონ ტომსონი დაესწრო. მოწვეულ სტუმრებს შორის  „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე კოალიციური ძალების ამერიკელი, პოლონელი და ჩეხი სამხედროები, ასევე ქართველი სამოქალაქო პირებიც იყვნენ. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5