შსს-მ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შაბათი, 27 მაისი, 2017 - 12:03

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ჯ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს, ხოლო 1961 წელს დაბადებული ფ.მ ამხილეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ჯ.-მ, ფ.მ.-ს დახმარებით, ექსპლუატაციისათვის უვარგისი, დაშლილი „MERCEDES BENZ S550“-ის მოდელის ავტომანქანის საიდენტიფიკაციო კოდი სხვა, ექსპლუატაციისთვის ვარგის ავტომანქანაზე მიამაგრა და მისი გამოყენებით სს „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი ავტოლომბარდიდან 25 ათასი ლარის ოდენობით სესხი მიიღო, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

ბრალდებულმა აღნიშნული ქმედებებით სს „ლიბერთი ბანკს“ 25 000 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიაყენა. გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42