მუდმივი ზეწოლისა და ომის პირობებში ჩვენ შევძელით ძალიან წარმატებული ქვეყნის შექმნა - მიხეილ სააკაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

პარასკევი, 26 მაისი, 2017 - 17:40

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.  ექსპრეზიდენტის განცხადებით, ვარდების რევოლუციის შემდეგ, რაც ის თავის გუნდთან ერთად ხელისუფლებაში მოვიდა, შეცვალეს  დროშა და ჰიმნი და უპირატესობა ეროვნულ სიმბოლოებსა და ისტორიულ ელემენტებს მისცეს. მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ საქართველოს ახალი დროშა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია მთელ მსოფლიოში.

"ხელისუფლებაში ყოფნის 9 არასრული წელიწადში მუდმივი ზეწოლისა და ომის პირობებში ჩვენ შევძელით ძალიან წარმატებული ქვეყნის შექმნა.  ჩვენს მიერ შექმნილი ინსტიტუტები ჯერ კიდევ მუშაობენ, თუმცა, სამწუხაროდ,  ყველა იმ ინსტიტუტებში, რომლებიც ჩვენ ავაშენეთ,  უკვე გაჩნდა ხარვეზები. თუ ყოველთვის წინ არ იმოძრავებ, უკუსვლას მიიღებ.

ყველაზე მტკივნეულია, როდესაც ამ ყველაფერს გარედან უყურებ, თუმცა ვფიქრობ, ეს უკუსვლა დროებითია, იმიტომ, რომ როდესაც ადამიანები ერთხელ  იგრძნობენ  წარმატებას, აუცილებლად  ისევ მოინდომებენ საკუთარი ხელებით ყველაფრის თავიდან დაწყებას.

ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში..

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41