სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჯარისკაცების შვილებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე „ისთ ფოინთში“ აღნიშნეს

პარასკევი, 26 მაისი, 2017 - 16:23

 საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა თბილისის სავაჭრო-გასართობ ცენტრ „ისთ ფოინთში“ აღნიშნეს. ორმოცდაათამდე პატარას გასართობი ცენტრის „ფოკუს მოკუსის“ წარმომადგენლებმა უმასპინძლეს და მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა შესთავაზეს. ბავშვებმა სხვადასხვა აქტივობაში მიიღეს მონაწილება და ატრაქციონებზეც იმხიარულეს.

ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტისა და „ისთ ფოინთის“ ორგანიზებით, ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. თავდაცვის სამინისტრო და სავაჭრო-გასართობი ცენტრი „ისთ ფოინთი“ თანამშრომლობის გაღრმავებასა და მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას მომავალშიც გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5