თავდაცვის მინისტრმა, შვილთან ერთად, რუსთაველის გამზირზე სახალხო სეირნობაში მიიღო მონაწილეობა

პარასკევი, 26 მაისი, 2017 - 18:01

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მონაწილეობა რუსთაველის გამზირზე სახალხო სეირნობაში მიიღეს. თავდაცვის მინისტრი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შვილთან ერთად იმყოფებოდა. 

ლევან იზორიამ საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში შეიარაღებულ ძალებში არსებული სამხედრო ტექნიკის გამოფენა დაათვალიერა. ქვეყნის მთავარ ღონისძიებაზე მყოფ საზოგადოებას მინისტრთან გასაუბრების, ასევე სამახსოვრო ფოტოების გადაღების საშუალება მიეცა. ლევან იზორია სახელმწიფო უწყებების მიერ რუსთაველის გამზირზე მოწყობილ სივრცეებსაც ესტუმრა. ასევე, გასართობ, შემეცნებით, საბავშვო, საქველმოქმედო და სპორტულ ღონისძიებებს გაეცნო.

წელს, დამოუკიდებლობის დღე, შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკას მიეძღვნა და ღონისძიების მთავარი ლოზუნგი იყო - „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41