სიმბოლურია, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს დაემთხვა - ირაკლი კობახიძე

პარასკევი, 26 მაისი, 2017 - 13:18

ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს იხსნება ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და ემთხვევა დამოუკიდებლობის დღეს და ასევე ძალიან სიმბოლურია, რომ შოთა რუსთაველის წელთან ერთად აღვნიშნავთ ამ დღეს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღეს გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის წევრებთან და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოში მყოფ მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

„გილოცავთ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს ისტორია არის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის და შრომის ისტორია და ჩვენც უნდა ვიბრძოლოთ და ვიშრომოთ ჩვენი დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის. ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს იხსნება ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და ემთხვევა დამოუკიდებლობის დღეს და ასევე ძალიან სიმბოლურია, რომ რუსთაველის წელთან ერთად აღვნიშნავთ ამ დღეს. ჩვენთვის რუსთაველი არის სიმბოლო ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობის და კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წლის იუბილე ქართველ ხალხს ასევე მიულოცა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები, მშვენიერ თბილისში, რათა წარმოვადგინო ნატოს საპარლამენტო ასამბლეა. შემდგომი დღეების განმავლობაში ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, ვისარგებლებ შესაძლებლობით და მივულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მოხიბლული ვარ ამ საზეიმო ღონისძიებით და მასში ხალხის მონაწილეობით, ასევე მივულოცავ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროპისთვის,“-განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ.

ირაკლი კობახიძე და პაოლო ალი, საქართველოს პარლამენტის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრები თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს საჯარისო ნაწილების წვევამდელთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5