სამხედრო მოსამსახურეები დაკისრებული პირგასამტეხლოსგან თავისუფლდებიან - თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ხუთშაბათი, 25 მაისი, 2017 - 16:04

 თავდაცვის სამინისტროს საკონსტრაქტო-სამხედრო მოსამსახურეები, საკონტრაქტო სამსახურის თვითნებურად შეწყვეტის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოსგან თავისუფლდებიან. გადაწყვეტილება საერთო ჯამში 1205 პირს შეეხება, რომლებსაც 2014 წლიდან დღემდე დაახლოებით 14 მილიონ 160 ათასი ლარი პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა.

თავდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტი, მხარდაჭერილ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ და ის საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განპირობებულია სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ თანადგომით და ჰუმანიზმის პრინციპით, თუმცა თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ აღნიშნული აქტი ერთჯერადია და ის სისტემატიურ ხასიათს ვერ მიიღებს.

აღნიშნული დადგენილების ამოქმედების შემდეგ, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებს, კონტრაქტის უმიზეზოდ შეწყვეტის შემთხვევაში, პირგასამტეხლო დაეკისრებათ, რომელიც მყისიერად აღსასრულებლად მიექცევა. ამავე დადგენილებით, სამხედრო მოსამსახურის მიერ უმიზეზოდ კონტრაქტის შეწყვეტის მოთხოვნის შემთხვევაში, მისი სამსახურიდან დათხოვნის გადაწყვეტილება, მიღებულ იქნება ერთიდან სამი თვის ვადაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61