2018 წელს ეპასის მე-15 მინისტერიალი საქართველოში გაიმართება

ხუთშაბათი, 25 მაისი, 2017 - 14:17

 2018 წელს საქართველო მნიშვნელოვან ღონისძიებას - ეპასის (EPAS - Enlarged Partial Agreement on Sport - გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის სფეროში) მე-15 საიუბილეო მინისტერიალს უმასპინძლებს. საქართველოს ეპასის წევრი 38 სახელმწიფოს სპორტზე პასუხისმგებელი უმაღლესი პირი და საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენელი ესტუმრება. ეპასის მმართველმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ, კვიპროსში მიიღო. ეპასის წევრი ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობამ მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი სპორტული მინისტერიალის საქართველოში ჩატარებას ფარული კენჭისყრის საფუძველზე დაუჭირა მხარი.

2016 წელს, უნგრეთში გამართულ მინისტერიალზე, ღონისძიების მასპინძლობის სურვილი საქართველოსთან ერთად მონტენეგრომაც გამოთქვა. საქართველოს ხელმოწერილი აქვს ევროპის საბჭოს 3 სპორტული კონვენცია, რომელთა ფარგლებში ჩვენმა ქვეყანამ ეროვნულ დონეზე აიღო ევროპული სტანდარტების უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა. ეს კონვენციებია: „ევროპის საბჭოს დოპინგსაწინააღმდეგო კონვენცია“ (2003 წელი); „სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ“ (ევროპის საბჭოს კონვენცია, 2004) და „ფეხბურთის მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებზე დაცულობის, უსაფრთხოებისა და მომსახურების ერთიანი მიდგომების შესახებ“ (ევროპის საბჭოს კონვენცია, 2016).

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61