SPUTNIK-მა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ქართველები გააერთიანა

ხუთშაბათი, 25 მაისი, 2017 - 14:12

საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველო“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მკითხველს ვიდეოპროექტს უმზადებს, რომელიშც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველები.

პროექტის ფარგლებში აშშ-ში, რუსეთში, თურქეთში, ავსტრიასა და იტალიაში არსებული ქართული დიასპორის წარმომადგენლები ეროვნულ ჰიმნს შეასრულებენ, რათა საკუთარ სამშობლოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცონ.

პროექტის მონაწილეთა შორის არიან — ანსამბლ „სულიკოს“ მუსიკოსები, პროექტ „ხმის“ მონაწილე ვერიკო ტუხაშვილი, მსოფლიო საოპერო სცენის პრომადონა თამარ ივერი, მხატვარი გიორგი ცინცაძე, მსახიობი ცუცა კაპანაძე და იტალიაში მოქმედი ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

„ჰიმნი, დროშასთან და გერბთან ერთად, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ეროვნული სიმბოლოა. საქართველოს ჰიმნის სათაურია „თავისუფლება“. ეს სიტყვა ქვეყნისა და მისი მცხოვრებლების ხასიათს გადმოსცემს. ისინი სადაც არ უნდა იყვნენ, მათი გული ყოველთვის სამშობლოს — საქართველოს ეკუთვნის“, — განაცხადა „Sputnik საქართველოს“ რესურსის ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის 26 წლისთავს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები თბილისსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში გაიმართება. საქართველოს ეროვნული ჰიმნის მუსიკა ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლის, ზაქარია ფალიაშვილის საოპერო ნაწარმოებების მელოდიებზეა შექმნილი. ტექსტის ავტორია თანამედროვე ქართველი პოეტი დავით მაღრაძე, რომელმაც გამოიყენა ციტატები ქართველი პოეტი-კლასიკოსების — აკაკი წერეთლის, გრიგოლ ორბელიანის და გალაკტიონ ტაბიძის — ლექსებიდან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.68
  • 3.04
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43