იტალიელების და გერმანელების 50%-ს ბალტიისპირეთისთვის „რუსეთის საფრთხის" არ სჯერა

ხუთშაბათი, 25 მაისი, 2017 - 11:52

 ნატოს განცხადებას რუსეთის მხრიდან პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესაძლო შეჭრის შესახებ არ ენდობიან იტალიელები, გერმანელები და ფრანგები, მაშინ როცა ბრიტანელები და ამერიკელები სხვა მოსაზრებას ემხრობიან, ასეთია „Sputnik. მნენიას“ გამოკითხვის შედეგები, რომელიც ბრიუსელში ალიანსის სამიტის წინ Sputnik-ვის კვლევითმა კომპანია Ifop-მა ჩაატარა.

იტალიასა და გერმანიაში გამოკითხულთა უმეტესობას (69% და 60%) და ფრანგების თითქმის ნახევარს (47%) არ სჯერა, რომ რუსეთს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის დაპყრობის გეგმა აქვს. ამ მოსაზრებას ძირითადად, უმაღლესი განათლების მქონე ასაკოვანი თაობა იზიარებს. დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, პირიქით, კარგი განათლების მქონე ადამიანები არ გამორიცხავენ რუსეთის შეჭრას აღმოსავლეთ ევროპაში. ამ მოსაზრებას ემხრობიან ბრიტანელების 43% და ამერიკელების 55%.

გამოკითხვა საერთაშორისო კვლევითმა კომპანია IFop-მა საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში 2017 წლის 21-25 აპრილის პერიოდში ჩაატარა, ხოლო აშშ-ში კი 21-27 აპრილის პერიოდში. მასში მონაწილეობა მიიღო 18 წელს ზემოთ ასაკის 4005-მა რესპონდენტმა. შერჩევა მოსახლეობას სქესის, ასაკის, გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენს. ცდომილება +/- 3,1%–ია, ხოლო მონაცემების სანდოობა – 95%.

2016 წლის ივნისში ნატომ პოტენციური „რუსული აგრესიისგან“ დაცვის მიზეზით, ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში ოთხი ბატალიონის განთავსების შესახებ განაცხადა. თავის მხრივ, მოსკოვში არაერთხელ აღნიშნეს, რომ რუსეთი ალიანსის წევრ-ქვეყნებს არასოდეს თავს არ დაესხმება. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, ნატოში ეს მშვენივრად იციან, მაგრამ იყენებენ საბაბად, რათა რუსეთის საზღვართან უფრო მეტი სამხედრო შენაერთი განათავსონ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61