საფრთხის დონემ დიდ ბრიტანეთში სერიოზულიდან კრიტიკულამდე აიწია, უსაფრთხოებას სამხედროები დაიცავენ

ოთხშაბათი, 24 მაისი, 2017 - 14:51

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ საფრთხის დონემ დიდ ბრიტანეთში "სერიოზულიდან" "კრიტიკულამდე" აიწია და შესაძლებელია, მომდევნო თავდასხმა  გარდაუვალი იყოს, - წერს The Guardian.

ტერეზა მეიმ  მანჩესტერში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ორი საგანგებო შეხვედრა გამართა და უსაფრთხოების ახალი ზომები მიიღო -  ქვეყანაში უსაფრთხოებას პოლიციასთაბ ერთად, არმია დაიცავს. სავარაუდოდ, პოლიციის პატრული 5 ათასამდე სამხედროთი გაიზრდება. 

ტერეზა მეიმ ასევე დაადასტურა, რომ  ტერაქტის შემსრულებელი  22 წლის სალმან აბედია,  რომელიც ბრიტანეთშია დაბადებული. პრემიერმა არ გამორიცხა, რომ ქვეყანაში მას  სავარაუდო თანამზრახველები ჰყავდეს,

აფეთქება  სამშაბათს მანჩესტერ არენაზე კონცერტის დროს მოხდა, ტერაქტის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად ახალგაზრდები და ბავშვები,  120-ზე მეტი კი დაშავდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45