სამოქალაქო ინიციატივებისა და დემოკრატიის ინსტიტუტი "ბავშვების დრო“-ში გასული გადაცემის ყველა რესურსიდან აღებას ითხოვს

ოთხშაბათი, 24 მაისი, 2017 - 14:04

"სამოქალაქო ინიციატივებისა და დემოკრატიის ინსტიტუტი“ გადაცემა ,,ბავშვების დროს“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"2017 წლის 23 მაისს სოციალურ ქსელში გავრცელდა გადაცემა ,,ბავშვების დრო“-ს ანონსი რომელშიც მითითებული იყო, რომ რომ გადაცემაში ისაუბრებდა დედა - შვილზე, რომელიც მისი ვარაუდით ონანიზმით არის დაკავებული. გადაცემის ანოტაციაში აღნიშნული იყო, რომ დედამ მისივე სურვილით გადასცა ვიდეომასალა გადაცემის ავტორებს და დათანხმდა, რომ გადაცემაში ყოფილიყო გამოყენებული. 2017 წლის 24 მაისს სოციალურ ქსელში გადაცემა ,,ბავშვების დრო“-ს გვერდზე გავრცელდა გადაცემის სრული ჩანაწერი სადაც ზემოაღნიშნული ვიდეოფრაგმენტი იქნა გამოყენებული.

ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ბავშვს აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. დაუშვებელია არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნება, რომელიც ხელყოფს მის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და ზიანს აყენებს მის ინტერესებს.

მოცემულ შემთხვევაში, გადაცემის ავტორებისა და მშობლის მხრიდან ადგილი აქვს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფას. გადაცემამ ვერ უზრუნველყო ბავშვის ღირსების ხელშეუხებლობის დაცვა და მოახდინა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელება.

,,სამოქალაქო ინიციატივებისა და დემოკრატიის ინტიტუტი“ მოუწოდებს სოციალური მომსახურების სააგენტოს მოახდინოს სათანადო რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბავშვის ღირსების ხელშეუხებლობა და მისი ინტერესების სათანადო დაცვა.

,,სამოქალაქო ინიციატივებისა და დემოკრატიის ინტიტუტი“ მოუწოდებს გადაცემა ,,ბავშვების დროს“ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღნიშნული გადაცემის აღება ყველა რესურსიდან. ნებისმიერი საინფორმაციო საშუალების წარმომადგენელს და  ჟურნალისტს, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, აქვს უფლება თავისუფლად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, მოიპოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია. თუმცა, ამავდროულად აუცილებელად მიგვაჩნია ინფორმაციის მოპოვებისას ჟურნალისტებმა დაიცვან ეთიკის ნორმები და პროფესიული სტანდარტები განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვანთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას", - ნათქვამია განცხადებაში. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43