აუსრულე სურვილი - აივ დადებითი ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

ოთხშაბათი, 24 მაისი, 2017 - 13:26

29 მაისს, 14:00 – 18:00 გალერეა შარდენში ცნობილი მხატვრებისა და სამხატვრო აკადემიის წარჩინებული სტუდენტების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის აქცია გაიმართება, რომელიც აივ დადებითი ბავშვების დახმარებას და შიდსით გარდაცვლილ ადამიანთა ხსოვნის პატივის მიგებას ისახავს მიზნად.

 აქციის ფარგლებში შეგროვებული თანხა გადაეცემა შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდს შიდსით დაავადებული და შიდსით დაობლებული ბავშვებისთვის მათი საბაზისო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. 

გამოფენაში მონაწილეობას იღებენ: გიორგი გუგუშვილი, ქეთი მატაბელი, რუსუდან ფეტვიაშვილი, გია ბუღაძე, ზურა გომელაური, ნიკო ცეცხლაძე, მამუკა ცეცხლაძე, ლია შველიძე, ოლეგ ტიმჩენკო და სხვა.

ღონისძიება  ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის, შიდსის ცენტრის, თბილისის სამხატვრო აკადემიისა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ორგანიზებით იმართება. 

აქცია „აუსრულე სურვილი“ აივ /შიდსთან მიმართებაში საზოგადოებრივი ცნობიერების და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების პირველი მცდელობაა. აქციის მიზანია დაანახოს საზოგადოებას, რომ მცირეოდენი დანახარჯებითა და ძალისხმევით შესაძლებელია ადამიანთა, განსაკუთრებით კი საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრირება. 

აქციის ფარგლებში სურვლისამებრ, შესაძლებელი იქნება მხარდაჭერის ჯგუფში გაერთიანება შიდსით დაავადებული და შიდსით დაობლებული ბავშვების რეგულარული მხარდაჭერისთვის.

საქართველოში რეგისტრირებულია აივ ინფექცია/შიდსის 6360 შემთხვევა, მათ შორის 103 ბავშვია. რამოდენიმე ასეულს გადააჭარბა იმ ბავშვთა რიცხვმა, ვინც მშობლები შიდსის გამო დაკარგა. მათი უმრავლესობა ბებია-ბაბუის მზურველობის ქვეშ დარჩა, რომლებსაც უკიდურესად უჭირთ ბავშვებისთვის ღირსებული საყოფაცხოვრებლო პირობების შემქნა, საკვებით უზრუნველყოფა, ჩაცმა, სწავლაში ხელშეწყობა. საზოგადოების ნაწილში არსებული მაღალი სტიგმის გამო ბავშვები და მათი მეურვეები ვერ სარგებლობენ სოციალური შეღავათებით და ეკონომიურ გაჭირვებასთან ერთად უწევთ დამცირების, შეურაცხყოფისა და იზოლაციის შიშისა და უიმედებოს გარემოში ცხოვრება.

ყოველწლიურად მსოფლიო საზოგადოება მაისის მესამე კვირას შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს, რითაც პატივს მიაგებს შიდსის ეპიდემიისმსხვერპლთა ხსოვნას. 1 ივნისს კი საქართველო, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, ბავშვთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5