ჩვენ აღვადგენთ ფერფლიდან ყველაფერს, ჩვენი საზოგადოებისთვის ღირებულს - კახა კალაძე

ოთხშაბათი, 24 მაისი, 2017 - 12:17

ჩვენ აღვადგენთ ფერფლიდან ყველაფერს, ჩვენი საზოგადოებისთვის ღირებულს, ჩვენი საზოგადოებისთვის ღირებულს, ვინაიდან მხოლოდ განახლება, მხოლოდ თანამედროვე მსოფლმხედველობა, ჯანსაღი პატრიოტიზმი და ტოლერანტობა დაგვაბრუნებს ჩვენს ჩვეულ გარემოში, - აღნიშნულის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ  ევროპის დღეების ფარგლებში საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეებთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„როგორც ენერგეტიკის მინისტრს, მსურს აღვნიშნო, რომ ქართულმა მხარემ დაასრულა ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების ძალაში შესვლის აუცილებელი შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურები. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული ორგანიზაცია წარმოადგენს ძირითად პლატფორმას იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ შეუერთდნენ ევროკავშირსა და მის ენერგეტიკულ ბაზარს. ენერგეტიკის სექტორის მაგალითი თვალსაჩინოს ხდის იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს, რომელსაც საქართველო ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის შედეგად მიიღებს. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა ევროკავშირთან, მიიღო ვიზალიბერალიზაცია და გახდა ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყანა. ჩვენ, ხელისუფლების ყველა შტომ, საზოგადოების ყველა წევრმა, ყველამ თავის ადგილზე და თავისი კომპეტენციის და ცოდნის ფარგლებში ძალისხმევა უნდა მივმართოთ იმისკენ, რომ საქართველო გახდეს არა მარტო წევრი ევროპის დიდი ოჯახის, არამედ შეისისხლხორცოს, გაითავისოს და ქვეყნის პროგრესს მოახმაროს ყველა ის სიკეთე, რასაც ეს ოჯახი გვაძლევს.“ - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაში, რომელსაც საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეების გარდა, საქართველოს საგარეო საქმეთა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრები ესწრებოდნენ

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, 2017 წელს უკვე მეხუთედ ახორციელებს ევროპის დღეებს, რომლის მიზანიც საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებაა ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ, ასევე, აღნიშნულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობა. ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას ღებულობს: ფართო საზოგადოება, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები. ევროპის დღეები წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც იმართება საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხზე მრავალი ღონისძიება.

ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხზე საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეების აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართვა, რაც თავის მხრივ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42