უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაცია გათვალისწინებულია - თამარ ჩუგოშვილი

სამშაბათი, 23 მაისი, 2017 - 14:29

 არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც მსჯელობას ვაგრძელებთ და აქ მნიშვნელოვანი იქნება ასევე ვენეციის კომისიის მოსაზრება ამ ეტაპზე, მათ შორის, ერთ-ერთი, რაც არის უკვე გათვალისწინებული არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესის ცვლილება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ბერლინში, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული ცვლილებები სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებისთვის გადადგმული ნაბიჯები და ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანაა.

„ის ცვლილებები, რომელიც შედის სასამართლოსთან დაკავშირებულ კონსტიტუციის თავში, მიმაჩნია, რომ არის გაუმჯობესება და არის სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების წინა დასკვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც მსჯელობას ვაგრძელებთ და აქ მნიშვნელოვანი იქნება ასევე ვენეციის კომისიის მოსაზრება ამ ეტაპზე, მათ შორის, ერთ-ერთი, რაც არის უკვე გათვალისწინებული არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესის ცვლილება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა მოსამართლეების დანიშვნის საკითხის შესახებაც და აღნიშნა, რომ საკითხს მეტი მსჯელობა და დასაბუთება სჭირდება.

„რაც შეეხება რიგითი მოსამართლეების დანიშვნის საკითხს, ჩვენ კომისიაზე, პრინციპში, ვერ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს უნდა ხდებოდეს ღია წესით. ღია წესით იყო 2012 წლამდე, იყო ბევრი შენიშვნა ამასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, 2013 წელს შეიცვალა და გახდა დახურული. ამიტომ, ისევ გახსნას მგონი ცოტა უფრო მეტი მსჯელობა და დასაბუთება სჭირდება. მხოლოდ ეს იყო მიზეზი, რატომაც ამ საკითხზე ითქვა უარი საბოლოო კენჭისყრაზე. ვნახოთ, რას გვეტყვის ვენეციის კომისია“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5