ირაკლი კობახიძე მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მწუხარებას გამოთქვამ

სამშაბათი, 23 მაისი, 2017 - 13:04

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"შეძრწუნებული ვარ და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომელმაც 22 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. განსაკუთრებით შემზარავია, რომ გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვებიც. ტერორიზმი არის ყველაზე დიდი საფრთხე მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ. ყველას ვალია, მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა თუ პოლიტიკური თანამდებობისა, გაერთიანდეს ამ გამოწვევის წინააღმდეგ და ერთობლივი ძალებით, სოლიდარობითა და თანამშრომლობით ებრძოლოს მას. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ჩემს ბრიტანელ კოლეგებს, გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს. ხოლო დაშავებულებს, სწრაფ გამოჯანმრთელებას და ტერორიზმისგან თავისუფალ მსოფლიოში ცხოვრებას ვუსურვებ", - ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმრის წერილში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46