საქართველო თურქეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით, სამმხრივ მინისტერიალს მასპინძლობს

სამშაბათი, 23 მაისი, 2017 - 11:59

 სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმი“ სამმხრივ მინისტერიალს მასპინძლობს. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა რიგით მეხუთე შეხვედრა უსაფრთხოების გარემოს მიმოხილვით დაიწყეს.

ლევან იზორიამ, ფიქრი იშიკმა და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა ერთხმად აღნიშნეს, რომ სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ, ასევე სამივე ქვეყნის შეიარაღებული ძალების განვითარებისკენაა მიმართული. მინისტრებმა ერთმანეთის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპების მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სამმხრივ თანამშრომლობაზე გამახვილდა.

მინისტრებმა სამივე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით დაგეგმილ ერთობლივ სწავლებებზე ისაუბრეს და მომავალში სამმხრივი წვრთნების მასშტაბების გაზრდის სურვილი გამოთქვეს. საქართველო კი, აზერბაიჯანული და თურქული მხარეებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების კურსების შეთავაზებას კვლავ გააგრძელებს.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის გენერალური შტაბის უფროსების სამმხრივი შეხვედრის მნიშვნელობაც განიხილეს, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე პირველად გაიმართება და მას საქართველო უმასპინძლებს. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ სამივე ქვეყნის პირველ სამხედრო პირებს შორის დაწყებული ფორმატი პრაქტიკული თანამშრომლობის მიმართულებებს კიდევ უფრო გააღრმავებს. მინისტრებმა სამხედრო-სპორტული მიმართულებით სამმხრივი თანამშრომლობის დაწყების საკითხიც მიმოიხილეს.

შეხვედრა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების მიერ ერთობლივი განცხადების ხელმოწერით დასრულდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამივე ქვეყანა კვლავ გააგრძელებს რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში მონაწილეობას, აღიარებენ ერთმანეთის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და რომ სამმხრივი მინისტერიალის ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის წარმატებული მექანიზმია.

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების დონეზე სამმხრივი თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო. დღევანდელი მინისტერიალი რიგით მეხუთეა და მას საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5