საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სტუმრობს

ორშაბათი, 22 მაისი, 2017 - 12:31

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ესტუმრა. აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი, დღეს, თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა შედგა. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე გაამახვილეს და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანას სტრატეგიული თანამშრომლობა აკავშირებს და მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობა რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისათვის გაძლიერდეს. 

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა განვითარდება და სწრაფ ტემპს შეიძენს. მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გააჩნია. მინისტრებმა ერთობლივი სწავლებების შესახებაც ისაუბრეს და საქართველო- თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი მინისტერიალის შესახებაც გაამახვილეს ყურადღება.

ლევან იზორიას განცხადებით, სამხრივ ფორმატში თანამშრომლობის დინამიკა ძალიან პოზიტიური და მზარდია. 

გაფართოებულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი, თავდაცვის ატაშე, მაიორი ფუატ იბრაჰიმოვი და დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.53
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.49