22 მაისი ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღეა

ორშაბათი, 22 მაისი, 2017 - 11:57

ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, თბილისის ბოტანიკურ ბაღში, „ბაღის ფრინველთა საათი“ გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. 

თბილისის ბოტანიკურ ბაღში მოსწავლეები ბაღის ფრინველებს დააკვირდნენ და მათთვის ნაცნობი ფრინველები სპეციალურ ბროშურებში აღრიცხეს. აქციას ქვეყნის მასშტაბით 500-მდე მოსწავლე შეუერთდა.

ღონისძიება მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ბიომრავალფეროვნების ღირებულების, სასიცოცხლო გარემოსათვის მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მეცნიერული მიდგომის ჩამოყალიბებას, ცოდნის გაღრმავებას გარემოსდაცვით სფეროში.

ღონისძიება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, ორგანიზაცია საბუკოს ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, 22 მაისი ბიომრავალფროვნების დაცვის საერთაშორისო დღედ აღიარა, რათა აემაღლებინა საზოგადოების ცნობიერება ბიომრავალფეროვნების საკითხებზე.

1993 წლიდან 2000 წლამდე ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე 29 დეკემბერს აღინიშნებოდა, რადგან სწორედ 29 დეკემბერს მიიღეს კონვენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ. ბევრ ქვეყანაში ამ დროს სხვადასხვა დღესასწაულების აღნიშვნის გამო ბიომრავალფეროვნებისათვის მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარება ვერ ხერხდებოდა, 2000 წელს ბიომრავალფეროვნების დღე 22 მაისს გადაიტანეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43