გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დანიის შიდა გვარდიის მედლით დაჯილდოვდა

ორშაბათი, 22 მაისი, 2017 - 11:53

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ- მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას დანიის სამეფოს შიდა გვარდიის უწყებრივი მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ გადაეცა.

გენერალური შტაბის უფროსს საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო საქართველოში ვიზიტით მყოფმა დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ფინ უინკლერმა პირადად გადასცა. დაჯილდოების შემდეგ მხარეებს შორის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.

დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურმა გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის სამხედრო პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გენერალ-მაიორი ფინ უინკლერი დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და შესაბამისად, დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურის სტატუსით საქართველოში უკანასკნელად იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5