ადამიანთა უმრავლესობა სიკვდილის მოახლოებას გრძნობს და ქვეცნობიერად გარდაცვალებისთვის ემზადებიან

ორშაბათი, 22 მაისი, 2017 - 00:24

ამერიკელმა  ექიმებმა ათასობით გარდაცვლილი პაციენტის, მათ შორის, უეცრად დაღუპულების,  სამედიცინო ჩანაწერების  გაანალიზების შემდეგ,  დაასკვნეს, რომ მათი უმრავლესობა ქვეცნობიერად სიკვდილისთვის ემზადებოდა.

როგორც აღმოჩნდა, მათ სურდათ საკუთარი საქმეების მოწესრიგდება, განიცდიდნენ შფოთვას და დეპრესიას, რომელიც, როგორც მედიკოსები ვარაუდობენ,  შეიძლება  ჰორმონალური ცვლილებებით იყოს გამოწვეული.

მანამდე, ამერიკელმა მკვლევარებმა ტესტების სპეციალური სისტემა შექმნეს, რომელიც 65-დან 91 წლის ასაკამდე 80-მა ადამიანმა გაიარა.  ერთი წლის შემდეგ, დაახლოებით მათი ნახევარი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა და ცოცხალთა მონაცემების შედარებისას აღმოჩნდა, რომ ტესტირებისას გარდაცვლილ ადამიანებს თვითანალიზის დაბალი აქტივობა და აგრესია აღენიშნებოდათ, სიკვდილის მოახლოება კი დაახლოებით ერთი წლის წინ იგრძნეს. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5