გიორგი მღებრიშვილმა პარლამენტარებს შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში უმასპინძლა

, 21 მაისი, 2017 - 11:56

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში საქართველოს პარლამენტის წევრებს უმასპინძლა.

გიორგი მღებრიშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს მაღალტექნოლოგიური, მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერებინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელები დეპუტატებს ცენტრის შექმნის მიზანზე, დანიშნულებაზე, ფუნქციებსა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ესაუბრნენ.

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინე, მათ შორის გაეცნენ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ვიდეომონიტორინგის სისტემის შექმნას და საპოლიციო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო მეტად გამოყენებას გულისხმობს.

პარლამენტარები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით დანერგილ ინოვაციურ, ტექნოლოგიურ სიახლეებსაც გაეცნენ, რომლებიც გზებზე სატრანსპორტო მოძრაობის რეგულაციის, ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე ოპერატიული რეაგირების საშუალებას იძლევა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39