რუსი პოლიტიკოსი პუტინის შემცვლელს ასახელებს

შაბათი, 20 მაისი, 2017 - 23:31

რუსი პოლიტიკოსი ოლგა კურნოსოვა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ  პუტინის შემცვლელს ასახელებს. კურნოსოვას ვარაუდით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის გადადგომის შემთხვევაში,  რუსეთის პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატი მისი შემცვლელი იქნება.  

ოლგა კურნოსოვა აღნიშნავს, რომ მედვედევის გადადგომის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის ადგილს ვოლოდინი ან საბიანინი დაიკავებს, რომლებსაც დიდი შანსი აქვთ, გახდნენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.

რუსმა პოლიტიკოსმა უარყო ადრე გავრცელებული  ინფორმაცია, რომ პუტინის მემკვიდრე,  შესაძლოა,  მისი დაცვის ყოფილი წევრი, ამჟამინდელი ტულის ოლქის  გამგებელი ალექსეი დიუმინი იყოს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში "ლევადა-ცენტრის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით - რამდენად არიან მოქალაქეები კმაყოფილები პუტინის პოლიტიკით, რუსების 82%-მა დადებითი პასუხი გასცა,  მისი მუშაობით   უკმაყოფილონი მხოლოდ  17% აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46