პუტინი ფინეთს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, შედეგების შესახებ აფრთხილებს

პარასკევი, 01 ივლისი, 2016 - 22:39

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფინეთს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, საპასუხო ქმედებების შესახებ აფრთხილებს.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა  ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთი  ფინეთის საზღვრიდან გაყვანილ  ჯარს არსებულ  პოზიციაზე აღარ დატოვებს.

პუტინის განმარტებით,  იმ შემთხვევაში, თუ  ფინეთი ნატოში გაწევრიანდება,  მაშინ ფინეთის ჯარი აღარ იქნება  სუვერენული, ამ სიტყვის  სრული მნიშვნელობით, ის გახდება ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომელიც ერთ ღამეში აღმოჩნდება  რუსეთის საზღვართან. ამგვარი მოქმედებების ფონზე რუსეთის ჯარები ფინეთის საზღვართან იმ პოზიციაზე არ დარჩება,  საიდანაც ისინი 1500 კმ მანძილზე იყვნენ გაყვანილები.

ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ფინელების ნებისმიერ არჩევანს პატივისცემით ეკიდება, თუმცა ფინელმა ხალხმა თავად უნდა უზრუნველყოს თავიანთი  დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი პატივს სცემს და აფასებს ფინეთის ნეიტრალურ სტატუსს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46