საქართველოს პრეზიდენტი, ოჯახის წევრებთან ერთად, ცამეტი ასურელი მამის ხსენების დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას დაესწრო

შაბათი, 20 მაისი, 2017 - 14:16

საქართველოს პრეზიდენტი, ოჯახის წევრებთან ერთად, ცამეტი ასურელი მამის ხსენების დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას სოფელ ქანდაში, ცამეტი ასურელი მამის სახელობის ტაძარში დაესწრო. ტაძარში, სადაც წირვა ქართულ-არამეულ ენაზე პატრიარქის კურთხევით უკვე 7 წელია აღევლინება, პრეზიდენტს, პირველ ლედის და მისი ოჯახის წევრებს მამა სერაფიმემ უმასპინძლა.

„გილოცავთ, დღევანდელ დღესასწაულს. ცამეტმა ასურელმა მამამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული სულიერების განვითარებაში, რამაც კიდევ უფრო მაღალ, სულიერ სიმაღლეზე ასწია ჩვენი ერის ღვაწლი, ქრისტიანობის განმტკიცებაში. იმ სარწმუნოების განმტკიცებაში, რომელმაც ქართველი ერი დღევანდლამდე მოიყვანა. დღევანდელი დღე განსაკუთრებით მინდა მოვულოცო ასირიელ თემს, ვინც ამ დღეს განსაკუთრებით დღესასწაულობს და იმ ათეულობით საუკუნიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ აღვნიშნო ასირიელთა ღვაწლი ქართული სახელმწიფოს, ქართული სულიერების განმტკიცებასა და განვრცობაში. გილოცავთ დღევანდელ დღეს“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მამა სერაფიმემ პრეზიდენტს საჩუქრად ხატი გადასცა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39