ირაკლი კობახიძემ პოლონეთში ვიზიტი შეაჯამა

შაბათი, 20 მაისი, 2017 - 12:09

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონეთში ვიზიტი დაასრულა. ირაკლი კობახიძემ ვარშავაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მიიღო მონაწილეობა. სამიტის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ახალი ტალღა, საკონსტიტუციო ცვლილებები და საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები გააცნო.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ მაღალი დონის შეხვედრები გამართა.

„ძალიან საინტერესო ვიზიტი შედგა პოლონეთში. მონაწილეობა მივიღეთ სამიტში, სადაც წარმოდგენილნი იყვნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პარლამენტების სპიკერები. გარდა ამისა, სამიტი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ გაგვეღრმავებინა ჩვენი ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნებთან. შედგა ორმხრივი შეხვედრებიც და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი პოზიციების გამყარებას და ევროპელ პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას“, - განაცხადა ვიზიტის შეჯამებისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42