„აეროსმიტი“საქართველოში ჩამოვიდა

პარასკევი, 19 მაისი, 2017 - 19:43

 ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფი „აეროსმიტი“ უკვე საქართველოშია - ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩარტერული რეისი 18.45 საათზე ჩამოვიდა.

„აეროსმიტს“ 20 მაისს „ბლექ სი არენა“ უმასპინძლებს. ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე 2017 წლის გრანდიოზული ევროტურის “Aero-Vederci Baby!” ფარგლებში წარდგება. „Aerosmith“-ის წევრებმა მასშტაბური ევროტურის შესახებ გასული წლის 14 ნოემბერს გამოაცხადეს. ტურნეს ფარგლებში ჯგუფი ეწვევა ისრაელს, საქართველოს, რუსეთს, გერმანიას, პოლონეთს, დანიას, შვედეთს, დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას, საფრანგეთს, იტალიას, პორტუგალიას, ესპანეთსა და შვეიცარიას.

ჯგუფი ქართველი მსმენელისთვის ბოლო დროის საუკეთესო სიმღერებთან ერთად, ძველ ჰიტებსაც შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ევროტურის ფარგლებში, „Aerosmith“ კონცერტებს გამართავს ისეთ მასშტაბურ ფესტივალებზე, როგორიცაა შვედეთის როკ-ფესტივალი (Sweden Rock), საფრანგეთში „ჰელფესტი“ (France’s Hellfest) და დიდ ბრიტანეთში, დონინგტონის ლეგენდარული „დაუნლოუდ ფესტივალი“ (Download Festival in Donington, UK). ბოლო ტურნე „Aerosmith”-მა სამხრეთ ამერიკაში ჩაატარა, კონცერტები გაიმართა ჩილეში, არგენტინაში, კოლუმბიაში, ბოლივიაში, ბრაზილიაში, პერუსა და მექსიკაში.

„Aerosmith“-ის კონცერტი საქართველოში პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება. Check in Georgia წელს უკვე მეორედ ტარდება და 20 მაისს დაგეგმილი კონცერტის გარდა, არაერთ საინტერესო, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბის მუსიკალურ, თეატრალურ თუ სპორტულ ღონისძიებას მოიცავს.

Check in Georgia-ს საერთო კონცეფციის ქვეშ გაერთიანდება ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და საქართველოში დამატებით ათასობით ტურისტს მოიზიდავს. პროექტი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება და მნიშვნელოვანია, ის იქნება ასევე ადგილობრივი ბიზნესის წამახალისებელი ფაქტორი იქნება და ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების ზრდას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.42