რესპუბლიკური პარტია 21-ე საუკუნის ლიბერალური მანიფესტის ხელმომწერია

პარასკევი, 19 მაისი, 2017 - 16:58

19 მაისს, ანდორაში ოფიციალურად გაიხსნა ლიბერალური პარტიების გაერთიანების, ლიბერალ ინტერნაციონალის (LI) მსოფლიო კონგრესი, რომელშიც 56 ქვეყნის 100 პარტიის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. მსოფლიო შეკრებას რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე და ეროვნული კომიტეტის წევრი ლევან ბერძენიშვილი ესწრებიან. კონგრესზე ხელი მოეწერა საუკუნის ლიბერალურ მანიფესტს, რომელიც 2015 წლიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული კონსულტაციების შედეგად შემუშავდა.

„მანიფესტი ლიბერალური პოლიტიკური პარტიების განაცხადია მსოფლიოში ლიბერალიზმის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ჩვენ, "რესპუბლიკელები", ვაცნობიერებთ, ახალ რეალობას და განახლებული ძალებით ვიბრძოლებთ ლიბერალური იდეების დასაცავად. "რესპუბლიკელები" ასევე ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას მსოფლიოს ლიბერალური საზოგადოების წინაშე და მზად ვართ აქტიურად ვიმოქმედოთ, როგრც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე“,- ამბობს ხათუნა სამნიძე.

მანიფესტის მიზანია, დაიცვას, ხელი შუწყოს და გააძლიეროს ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა, განათლება, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ტექნლოლოგიური განვითარება, ვაჭრობა და ინვესტირება, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა. ლიბერალურ პრინციპებზე დაფუძნებული პირველი მანიფესტი, 1947 წელს ოქსფორდში შეიქმნა. მისი მთავარი მიზანი ადამიანის უფლებების, თავისუფლებების და ღირებულებების აღიარება და გაძლიერება იყო.

1948 წელს კი ოქსფორდის მანიფესტი საფუძვლად დაედო გაეროს ადამიანის უფლებათა უნივერსალურ დეკლარაციას.

ლიბერალ ინტერნაციონალი მსოფლიოს უძველესი ლიბერალური გაერთიანებაა, რომელიც წელს 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი საქართველოს რესპუბლიკური პარტია 2014 წელს გახდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41