სამტრედიაში კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა

პარასკევი, 19 მაისი, 2017 - 14:03

საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები სამტრედიის მოსახლეობას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააცნო. მან ცვლილებების მომზადების აუცილებლობაზე ისაუბრა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული პროექტის არსებით სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება.

„ყველა ვთანხმდებით, რომ მოქმედი კონსტიტუცია არ არის ქმედითი, ამიტომ შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც ოთხთვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად მოამზადა პროექტი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მთავარი ამოცანა იყო ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესება. მან ისაუბრა ადამიანის უფლებების ახალ ნორმებზე, რომელიც კონსტიტუციის მეორე თავში ჩაიწერა. კერძოდ, კონსტიტუციას ემატება ახალი ძირითადი უფლებები, რომელიც მანამდე არ იყო გარანტირებული ან არაპირდაპირ იყო გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციით: ფიზიკური ხელშეუხებლობის ძირითადი უფლება, ქალისა და მამაკაციოს თანასწორობის ძირითადი უფლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ძირითადი უფლება, ინტერნეტის უფლება, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა.

„კონსტიტუციაში ყველა მიმართულებით ხორციელდება პროგრესული და ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც ადამიანის უფლებების კონსტიტუციურ დონეზე გამყარებას ითვალისწინებს. ასევე ცვლილებები მმართველი სისტემის ძირითად ინსტიტუტებსაც შეეხება. საუბარია საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების მიმართ გატარებულ ცვლილებებზე“, -აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

მამუკა მდინარაძემ პარლამენტის როლის გაძლიერებაზე ისაუბრა. მისი თქმით, იზრდება მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის ხარისხი პარლამენტის მიმართ. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცვლილებად მან ოპოზიციის როლის გაძლიერება დაასახელა.

„უმცირესობას ექნება საგამოძიებო კომისიების შექმნის შესაძლებლობა. დღეს მხოლოდ უმრავლესობას შეუძლია თავისი გადაწყვეტილებით შექმნას საგამოძიებო კომისია. უმრავლესობის ეს უფლება იქცევა უმცირესობის უფლებად, რაც გააძლიერებს ოპოზიციის როლს პარლამენტის შიგნით“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ისაუბრა საარჩევნო სისტემის მხრივ განსახორციელებელ ცვლილებაზე, შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის უპირატესობაზე, ბონუსის სისტემის დადებით მხარეებზე.

„არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას დანამატის სახით ეძლევა ე.წ. ბონუსი, რათა დააკომპლექტოს მთავრობა, რაც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს,"- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატებმა უპასუხეს მოსახლეობის კითხევს ისეთ თემებზე, როგორიცაა შერეული სისტემის პროპორციულით ჩანაცვლება, მიწის გასხვისევის წესი, პრეზიდენტის არჩევის წესი, საბანკო კრედიტები. კონსტიტუციური კანონის პროექტის შემდეგი საყოველთაო-სახალხო განხილვა 22 მაისს, ხულოში და სიღნაღში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43