გორში სარაგბო კლუბ “ჯიქის“ ჩემპიონობა აღნიშნეს

პარასკევი, 19 მაისი, 2017 - 13:13

გორში საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის “დიდი 10“-ის გამარჯვებული გორის “ჯიქის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან - შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორთან კახა სამხარაძესთან და ქალაქის მერთან ზურაბ ჯირკველიშვილთან ერთად გორელ მორაგბეებს ჩემპიონობა მიულოცა.

გორის “ჯიქმა” საქართველოს ჩემპიონატში დამაჯერებლად ითამაშა და რეგულარული სეზონი, 61 ქულით დამაჯერებლად მოიგო. მეორე ფინალისტი გუნდი “ბათუმი“ რეგულარულ გათამაშებაში მეორე ადგილზე გავიდა და დიდ ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში მოქმედ ჩემპიონ “ლელო-სარასენსს“ 11:9 აჯობა.

“ჯიქმა“ დიდი 10 ტოიოტას ფინალში, რომელიც 14 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა ბათუმის “ბათუმს” 28:22 სძლია და არსებობის ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. გორელებმა დიდი 10 ტოიოტას ფინალის მოგებით დამატებით 70 ათასი ლარი მიიღეს. “ჯიქის” მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე პალიკო ჯიმშელაძეა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5