შვედეთის სამეფოს საქართველოში თავდაცვის ახალი ატაშე ჰყავს

პარასკევი, 19 მაისი, 2017 - 12:56

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა საქართველოში შვედეთის სამეფოს თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა. ვიცე- პოლკოვნიკი პეტერ ლიდენი თავდაცვის უწყებაში ყოფილ ატაშესთან, პოლკოვნიკ სტეფან სიობერგთან ერთად იმყოფებოდა.

ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ სტეფან სიობერგს საქართველოში აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ ატაშეს წარმატებები უსურვა. მან შვედ დიპლომატს საქართველოსა და შვედეთს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ შვედ დიპლომატებთან საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებული საკითხები განიხილა. ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში შვედეთის სამეფოს კონტრიბუციის მნიშვნელობაზე გამახვილდა. მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ლელა ჩიქოვანმა სამხედრო საინჟინრო შესაძლებლობების განვითარების საქმეში შვედი ინსტრუქტორების ჩართულობა ხაზგასმით აღნიშნა. საუბარი ერთობლივ სამხედრო სწავლებებში ქართველი და შვედი სამხედროების მონაწილეობასაც შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის ფორმატს დაეთმო.

დღესვე, შვედ დიპლომატებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე შეხვდა.

შვედმა პოლკოვნიკმა სტეფან სიობერგმა საქართველოში სამწლიანი დიპლომატიური საქმიანობა დაასრულა. მის პოზიციაზე, ასევე სამი წლის განმავლობაში, ვიცე-პოლკოვნიკი პეტერ ლიდენი გააგრძელებს მოღვაწეობას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5