ვაზიანში სპეციალური ძალების ერთობლივი სწავლება გაიმართა

პარასკევი, 19 მაისი, 2017 - 12:29

ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე სპეციალური ძალების ერთობლივი სწავლება გაიმართა. აღნიშნული ტიპის სწავლება 2007 წლის შემდეგ პირველად განხორციელდა და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულებისა და რეინჯერთა ბატალიონები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის სპეცრაზმი მონაწილეობდა.

ქართული ქვედანაყოფების სწავლება ევროპაში აშშ- ის სპეცდანიშნულების ინსტრუქტორების მონაწილეობით მიმდინარეობდა. დასკვნით ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ.

ვაზიანში შემაჯამებელი სწავლებით 4-დღიანი წვრთნა დასრულდა, რომელიც მიზნად ორი ძალოვანი უწყების სტრუქტურული ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებასა და კოორდინირებულად მოქმედებას ისახავდა.

სწავლების დაგეგმარების პროცესში ორი უწყების ქვედანაყოფებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, რომელიც აღსრულების პროცესში პრაქტიკულად განახორციელეს. თავდაპირველად, სპეციალური დანიშნულების ბატალიონის მებრძოლებმა ვაზიანში სადაზვერვო სამუშაოები ჩაატარეს. რეინჯერთა ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ აეროდრომის ირგვლივ პერიმეტრი დაიკავა, ხოლო სპეციალური ოპერაციების ძალებმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის სპეცრაზმმა ობიექტების შტურმი დაიწყეს, რაც პირობითი მოწინააღმდეგის განადგურებით დასრულდა.

4-დღიანი წვრთნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებსა და ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39