ანსამბლ "ერისიონმა" რეგიონული ტურნე დაიწყო

პარასკევი, 19 მაისი, 2017 - 12:13

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიურმა ანსამბლმა „ერისიონმა“ საქართველოს რეგიონებში ტრადიციული ტურნე დაიწყო.

ქუთაისის შემდეგ ახალციხე მეორე ქალაქია, სადაც ანსამბლმა რეგიონების მასშტაბით წელს კონცერტი ჩაატარა. ახალციხელი მაყურებლის წინაშე „ერისიონი“ განახლებული მუსიკალური შოუ-პროგრამით წარსდგა. მესხეთის დრამატულ თეატრში ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი სიმბოლურად ანსამბლის მთავარი დირიჟორის ჯემალ ჭკუასელის 82-ე წლის იუბილეს მიეძღვნა.

ანსამბლი „ერისიონი“ საქართველოს რეგიონების მასშტაბით კონცერტებს ქუთაისისა და ახალციხის შემდეგ ბათუმში, ვანში და ბოლოს თბილისში გამართავს. ანსამბლი 4 ივნისს ჯანო კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გამართავს.

„ერისიონის“ მომღერალთა გუნდი ივნისის თვეში გასტროლებზე გერმანიაში მიემგზავრება. მანამდე კი ანსამბლი ტაშკენტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღინილ საქართველოს საელჩოს მიერ 26-27 მაისს ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია გასტროლები ბალტიისპირეთში, უკრაინაში, ბელორუსიასა და მოლდოვეთში

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.44
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46