ირაკლი კობახიძე პოლონეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას შეხვდა

პარასკევი, 19 მაისი, 2017 - 12:08

ვარშავაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პოლონეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას შეხვდა. ირაკლი კობახიძემ თანამემამულეებს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, მართლმსაჯულების გაძლიერების და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარემ და დიასპორის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო რეფორმა განიხილეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. პოლონეთში მცხოვრები ქართველები საკონსტიტუციო ცვლილებებით-მათ შორის, ორმაგ მოქალაქეობასთან და მიწის გასხვისებასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესდნენ. ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარეს პოლონეთში საქართველოს კულტურის ცენტრის დაარსებაში დახმარება სთხოვეს.

„განვიხილეთ ქვეყნის განვითარების ჩვენი ხედვა. ვისაუბრეთ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. ასევე, საუბარი გვქონდა საგარეო პრიორიტეტებსა და დემოკრატიულ განვითარებაზე.თითოეული საკითხი საკმაოდ დეტალურად განვიხილეთ. იყო ძალიან საინტერესო შეკითხვები,მათ შორის, კითხვები ეხებოდა საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც ამჟამად აქტუალური საკითხია. ასევე, კითხვები დაისვა დიასპორის ინტერესებთან დაკავშირებით“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 17-20 მაისს, ვარშავაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში იღებს მონაწილეობას. პარალელურად, ირაკლი კობახიძე მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43