მესამე მსოფლიო ომი, რომელსაც პლანეტის მოსახლეობის მესამედი შეეწირება, ერაყიდან დაიწყება და მთელ მსოფლიოში გავრცელდება

ხუთშაბათი, 18 მაისი, 2017 - 14:03

ამერიკელი მქადაგებელი  ირვინ ბაქსტერი დარწმუნებულია, რომ სულ მალე, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, რასაც მსოფლიოს მოსახლეობის  მესამედი შეეწირება.

ირვინ ბაქსტერის თქმით, საბრძოლო მოქმედებები ერაყში დაიწყება და მთელ მსოფლიოში გავრცელდება, რასაც  2.2 მილიარდი ადამიანი შეეწირება.

ბაქსტერის წინასწარმეტყველება ბიბლიას ეფუძნება, სადაც გამოცხადებაში მდინარე ევფრატია ნახსენები -  "გაათავისუფლე ოთხი ანგელოზი, რომლებიც დიდ მდინარე ევფრატთან არიან შებოჭილნი“.

ბრიტანული გამოცემა Daily Star  წერს, რომ მესამე მსოფლიო ომის ალბათობის საფრთხემ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პიკს მიაღწია.  ჩრდილოეთ კორეა ბირთვული თავდასხმით დასავლეთს ემუქრება, მთელი მსოფლიო ინტენსიურადაა ჩათრეული სირიის კონფლიქტში და მოკავშირეების ურთიერთობები რთული და დამაბნეველი გახდა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46