სოფელ გამარჯვებაში სამაცივრე მეურნეობა მოეწყობა

ხუთშაბათი, 18 მაისი, 2017 - 15:24

 „აწარმოე საქართველოში“ სამთავრობო პროგრამის ფარგლებში შპს „საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია“ სოფელ გამარჯვებაში სამაცივრე მეურნეობას მოაწყობს, რაც საშუალებას მისცემს ფერმერებს მთელი წლის განმავლობაში სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის ტემპერატურის, ტენიანობის და ვარგისიანობის ვადების დაცვით შეინახონ საკუთარი პროდუქცია.

სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში „საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიას“ სოფელ გამარჯვებაში მდებარე 5 025 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა. სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად კომპანია 140 700 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. მათი ინფორმაციით, ახალი საწარმო წლიურად 200 000 ტონა პროდუქციას მიიღებს და გაატარებს.

გარდაბანში ასეთი სახის მომსახურება ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზარზე ქართული პროდუქციის წარმოებისა და ხარისხის გაზრდას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43